kids.ge logo

მელაკუდას მაღაზია

ფავორიტებში დამატება
უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზი
და წარწერა ჩამოკიდა
“შემობრძანდით, არის ღია”.

სავსე არის დახლები და
მრავალ რამეს ყიდის რადგან,
ვინ გინდა, რომ აქ არ ნახოთ,
მყიდველების რიგი დადგა.

დათუნია თათს ილოკავს,
კასრები დგას თაფლისაო.
მელაკუდა ეკითხება:
- ცაცხვის გსურს თუ წაბლისაო?

ბურდღუნდა დათუნია:
- კარგად უნდა გამივსო,
სამი ქილა ცაცხვის მინდა,
თხიც კიდევ - წაბლისო.

თაფლი სულაც არ სჭირდება,
ხორცის რიგში დადგა მგელი:
- მეც მომხედე, მელაკუდავ,
რა ხანია ვდგევარ, გელი.

მელა ცდილობს რუხი მგელი
არ დარჩეს გულნაკლულია,
- გაყინული არ გეგონოს,
სულ ახალი დაკლულია!

ტურა ქათამს ეტანება,
მსუქან-მსუქან დედლებს არჩევს.
ჭყინდი ტარო სიმინდისა
სათითაოდ მიაქვთ მაჩვებს.

შეძინა ყანჩამ თევზი,
ბაყაყების სამი აცმაც.
ჭაბისას მაღაზიის
კი სჯობია, რომ თქვას კაცმა.

კურდღელმა თქვა: - ეს სტაფილო
უნდა დავდგა გოდრითაო,
სულ მოვითქვამ, დავიღალე
ამ ბალახის კორტნითაო.

ზღარბმა აისხა ეკლებზე
თურაშალი, კეხურა.
გარეთ რომ გამოცუნცულდა,
თავზეც ვაშლები ეხურა.

ტახმა ტომრები დაავსო
ნარჩევი რკოთი, წაბლითა.
სანამ სახლამდე მივიდა
გზაში ეშვებით დაფლითა.

და როცა ბოლო მყიდველიც
ზოში გამოხეტა,
მელიამ მიმოხედა,
ცარიელ დახლებს შეხედა,

თქვა: - ვაფართოებ ვაჭრობას,
ეს უნდა გადავაკეთო
და მაღაზიას ხვალიდან
დავარქმევ “სუპერ-მარკეტსო”.

საქმეს ავაწყობ თანდათან,
განა ვაჭრობა ძნელია.
ქათმის ქურდს ვინღა მიწოდებს,
ვიქნები ბიზნესმელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მათეს გოგრავერ უყურებთ მათესა? ბაღში გოგრა დათესა, განა დიდხანს უცადა - გაიზარდა უცბად და მთელი უბნის სამყოფი გამოის...ობობარა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, - რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამ...ბაყაყურიგზის ნაპირას იხვებს ორმო ნაჟური წყლით აუვსიათ, იძახიან - აქეთ მოდით, საცურაო აუზია. რა სჯობია წყალში ცურვ...ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...საახალწლო სიზმარიახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026