kids.ge logo

მარტორქა

ფავორიტებში დამატება

გაგონილა, მარტორქავ,
ჭამა მუდამ მარტოკა?!

სხვებსაც განაწილე!
ვერა ხედავ? მელი
გაძვალტყავებულია,
სარჩო შემოლევია.

დამიჯერე, მარტორქავ,
არ იქნება ურიგო,
შენი საჭმელ-სასმელი
სხვებსაც რომ დაურიგო.

არ მოიშლი ძუნწობას?
რას იტყვიან ბავშვები?
სუქი-სუქი, მსუქანავ,
მეგობროდ დარჩები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026