kids.ge logo

სპილოს დიეტა

ფავორიტებში დამატება
სპილო ძლიერ გასუქდა,
გახდა ათი ტონა.
წუხებდა ძალიან
თავის ჭარბი წონა.

დიტოლოგ ჟირაფთან
გადაწყვიტა წასვლა,
- დავიცავო დიტას
ბეჰემოთის მსგავსად.

გაიკვირვა ჟირაფმა,
გახარდა ძლიერ,
- თუკი ღორმუცელობას
და სიხარბეს სძლიე,
თუკი არ დაარღვი
დიტური კვება,
ჭარბი კილოგრამები
მალე მოგაკლდება!

- ყველაფრისთვის მზადა ვარ!
ბურტყუნებდა სპილო,
- რამდენ ხანში დავიკლებ
სამი ათას კილოს?
- თუკი არ დაზარებ
და ვარჯიშსაც შეძლებ,
ზედმეტ წონას მოიკლებ
თერთმეტი თვის შემდეგ!

ზანზარებდა მთელი ტყე,
ყველა შიშით კრთოდა,
დილაბით, როდესაც
სპილო ვარჯიშობდა.

ტყეს რომ შემოურბენდა
ძუნძულ-ძუნძულ სამ წრეს,
მერე მოკრძალებულად
მიირთმევდა საჭმელს.

მასწინათ სპილოზე
ხმა გაეგდოთ ტურებს:
- ისე გახდა, ძლივს ზიდავს
ხორთუმსა და ყურებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეჰემოტიბეჰემოტმა ჭამა, ჭამა, ყველაფერი გადაჭამა, რა ქნას თუკი მსუქანია, სმა და ჭამა უხარია....მარტორქაგაგონილა, მარტორქავ, ჭამა მუდამ მარტოკა?! სხვებსაც გაუნაწილე! ვერა ხედავ? მელია გაძვალტყავებულია, სარჩო შ...ყოჩიყოჩივარდა გაყოყოჩდა: ყოჩი ვარ და ამიტომო, გაზაფხულის ყვავილებმა, თავი აღარ გამიტოლონ! იამ გულში გაიფიქრა:...კარიესისტომატოლოგს შესჩივლა პაწაწინა ნიამ: - ჩემი თეთრი კბილები შემიჭამა ჭიამ. შემძვრალიყო ატამში, ან დაშაქრულ ბ...გიგის და დათას წერილი ცასპატივცემულო ცაო, მოგმართავთ დიდი თხოვნით: გამოგვიგზავნეთ ბავშვებს მონატრებული თოვლი! ნუ მოიმარჯვებთ საცერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026