kids.ge logo

ყიყინა ბაყაყი

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული მოვიდა,
ცა საწვიმრად იხსნება,
სოფლის ბოლოს ჭაბი
ბაყაყებით ივსება.
ერთი მწვანე გომბეშო
გამუდმებით ყიყინებს,
დღისით ყველას აწუხებს
და არც ღამით იძინებს.
ფეხებს იქნევს რვაფეხა, _
გეტყვით ახალ ამბავსო,
წუხელ წერო მოფრინდა,
ყველას გადაგვყლაპავსო!
- მე ვერაფერს მიზამსო!
- ყურს არ უგდებს ბაყაყი,
ქვებზე დახტის ყიყინით
ტრაბახა და ამაყი.
ბრაზი ახრჩობს რვაფეხას :
-თავზე რატომ მახტები?!
მე კი წავალ, მაგრამ შენ
წეროს ლუკმა გახდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღარბებიქარი ქრის და ხეებიდან წითელ ვაშლებს აგორებს, სხვა რა უნდა ზღარბუნიას, ზამთრის სარჩოს აგროვებს. იქით მსხალ...ლოკოკინანიჟარაზე უკაკუნებს გაზაფხულის თბილი წვიმა, გამოდიო, მზეს წვეთები აუკინძავს ბროლის მძივად. ხან ღობეზე აცოც...დათოს ყურშადილით ადრე ადგა დათო, მამას გაჰყვა ტყეში, მერე რა რომ სოფელს ათოვს, ბრუნდებიან შეშით. მამა უთხრა: მოიცადე...გულყვითელა წიწილაგულყვითელა წიწილამ მთელი ღამე იწივლა, კრუხმა ვერ დაიძინა, მამალმა კი იწყინა: - რატომ წივის წიწილა?- გულმო...კურდღელი და კუკუმ თქვა: კურდღელს ვერ ვაჯობე ვერც სირბილში, ვერც ჭამაში, მსაყვედურობს – ნელი ხარო, ვეპატარავები თვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026