kids.ge logo

მრავალჟამიერ!

ფავორიტებში დამატება
შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა სამარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ხალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოფონება შრილი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა სამარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პაწაწინა რტო ვარმეფერება მზე ალერსის მთოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა... მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწი...ასეთი დარი თუ იყო მაშინ?მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან... ღრუბლები როკვით ...არაბი ხარ?დგახარ ქუჩის განაპირას, ვარდებს ჰყიდი... - ჩემო კარგო, არაბი ხარ? - იეზიდი... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის...ბერა საზანდარს როცა მომართავს, ბერა საზანდარს როცა მომართავს, შენ სევდა გიპყრობს გაუგონარი, ჩად აიშლება გუნდი ყორანთა, ლეშის საძებრად წა...მოდიოდა ნინო მთებითლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026