kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

შემოდგომა შემოსულა,
ეს რამდენი ფერებია,
ღირსელი მოსავალით,
ქება შეუფერებია.

სად ყურძენი იკრიფება
სადღაც მაჭრის დუღილია,
სადაც კი არ გახედავ
ყველგან შრომის ქუხილია.

ზვრების თავზე, წკრილა ხმით
ფანდურს უკრავს ბიჭი ლალე,
დაამღერებს ვაჟკაცურად:
_შემოდგომა გენაცვალე!

რა კარგია შემოდგომა,
ეს ხები თავდახრილი,
ამრავი სასუსნავი,
მრავალფეროვანი ხილი,

ბებოს დაჭრილ ჩამიჩებს
მზე გაგვიშრობს თაკარა
თხილიც ძაფზე ავაცვით,
მოვადუღეთ თათარა,

ამოვავლეთ ჩურჩხელა
გასაშრობად გავკიდეთ,
სხვენში ხილს შევინახავთ
კიდოსაც დავკიდებთ.

ამ ყველაფრის შემყურე
ხარობს შრომის ამქარი
ლალე ფანდურს ჩამოჰკრავს
არ აშინებს ზამთარი.

ბებო ლოცავს ღიმილით,
შენ იხარე მრავალ წელს,
ამ თხილით და ჩურჩხელით
მოგილოცავ ახალ წელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირობაშენი გვარით და სახელით და ჩემი ცელქი ანცობით, უნდა ვიარო ამ ქვეყნად მე ჩემი წილი კაცობით. გაკვალულ გზაზე ...ზოოპარკიდილით ბებოს მიეხმარა, ხბოს შეაბა ზინზილები, ერთად დააპურეს ცხვრები, გოჭები და წიწილები. იხვები და ჭუჭულებ...გოჭებიდილიდანვე ეზოში ისმის მოთქმა-გოდება, ეს რა დღეში ჩამაგდეს უსირცხვილო გოჭებმა. დედა ღორთან გოჭები ერთობოდნ...- დამაცადეთ!ხშირად ჭკუას მარიგებენ, ხშირად კიდეც მტუქსავენ, ამას ჩემთვის აკეთებენ, და ამას ხაზს უსვამენ. სწავლა თურმე...ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026