kids.ge logo

გახსენება

ფავორიტებში დამატება
როცა ვიტყვი ი
მაშინ გამო...დი!
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა...მა...ში...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და,
დღენი სიყმაწვილისა
გა...ვი...და.

მოველ შენს ფანჯარასთან
და ვდუდუნებ: ი
შენ კი, შენ კი, არა და
არ გა...მოხვე...დი.

როგორ დაგვიწყები
ენკი-ბენკის ხმა,
რა ხანია, გძებნი და
ვერ მი...პოვი...ხარ...

მოდი, მოდი, დამბუგე,
მოდი, როგორც გსურს,
თორემ ვინ რას გაგებს
გაგი...ჟებულ გულს...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და...
რა თქვან:
სიჭაბუკეც
გა...ვი...და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზესთან ერთადმზე ჩამოდის ფეხით ციდან, ფანჯარაში ჯდება ჩიტად, იმ სიმღერის ჭიკჭიკს იწყებს, მე რომ მომწონს, შენ რომ გინდა...მრავალ-მრავალ ახალ წელსნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება, ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს, საქართველოს სადიდებლად მრავალ, მრავალ ახალ წელს! ჩემი...დღეგრძელობის წამალივინც იხეხავს კბილებს დილით, კერკეტ კაკალს გატეხს კბილით. თავს მხნედ იგრძნობს, კოხტად ივლის, თუ ვარჯიშობს ...თოვლის ბაბუაგადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი...ანა-ბანა, ანა-ბანაანა-ბანა, ანა-ბანა, სიხარულმა ამიტანა, - ჩემი ქვეყნის სიყვარულმა სადღა აღარ წამიყვანა. მთაში ჩანჩქერები ვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026