kids.ge logo

ნაყინი

ფავორიტებში დამატება

რის მრავალფერადი
ვაფლისა და ვანილის,
მე ფანკლუბის წევრი ვარ
შოკოლადის ნაყინის.

როცა ნაყინს მივირთმევ
მესმის ბებოს ჩივილი:
დაგვჭირდება წამლები
მერე ყელის ტკივილის.

ვანუგეშებ ბებიას,
წამალი არ მჭირდება,
ნაყინთან მორიგება
მე არ გამიჭირდება.

ჩემს თავს გამოვუწერე
საქიმო მალამო,
შოკოლადის ნაყინი:
„თოლია“ და „ბარამბო“.

როცა დიდი ვიქნები,
ღმერთმა თუკი ინება,
აფთიაქში ნაყინი
წამლად გაიყიდება.

ექვსი წლისა შევსრულდი
საკი არ მეტყობა,
საჩვენებლად თითები
ცალ ხელზე არ მეყოფა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საზამთრობავშვებისთვის ათასფერად მოხატული ხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი და საკნატუნო თხილი, თურმე სასარგებლო არის, რო...თაფლის ქურდი_ აქლემის და ნემსის ქურდი თურმე ყველა ერთია! _ ანდაზების ახსნას ითხოვს ცელქი ბიჭი ბერდია. შეკითხვებით შეგ...ვაშლის ქურდებისაღამოს სოფლის ბოლოზე ერთად მოვგროვდით ბავშვები, რომ მოგვეპარა საჭმელად ჩუმად მეზობლის ვაშლები. დილით პატ...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...ჩემი პირველი მასწავლებელიშემოდგომაზე ია ვერ ვნახე, რომ მომერთმია ცოდნის საწყისო, შენ შემაყვარე ქართული ენა, ჩემი ბავშვობის ოქროს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026