kids.ge logo

ქურდბაცაცა ბაჭია

ფავორიტებში დამატება
ამდენ მწვანე კომბოსტოს
არც ჩიტი ჭამს, არც ჭია.
ალბათ ისევ ეშმაკობს
ქურდბაცაცა ბაჭია!
მოვა, როცა ძილში ვარ
და მურიაც არა ჩანს,
მერე დარიდებლად
მთელ კომბოსტოს გადაჭამს.
ერთხელ მაინც ეთხოვა:
`საყვარელო მაკო,
შენი ბაღჩის კომბოსტო
გამასინჯე, დაკო~.
მეც მივცემდი, ახლა კი
საყვედურის ღირსია!
თქვენ თვითონ თქვით, ქურდობა
განა საკადრისია?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026