kids.ge logo

ფეხბურთი

ფავორიტებში დამატება

საღამოზე მეგობრები
სათამაშოთ წავედით,
ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ
სოფლის ბოლოს გავედით.

წესები გვაქვს, ვერავინ
გათვლას ვერ გადარჩება,
ვინც ზედმეტი გამოვა
მაყურებლად დარჩება.

რა ვქნათ ზურა არ შეგხვდა,
არც ბურთი, არც კარიო,
მაყურებლად ივარგე,
ტაში დაუკარიო.

სტადიონზე ჩვენი გუნდი
საბრძოლველად განეწყო,
სულ პირველი წუთებიდან
თქეში წვიმა დაიწყო.

აღარა ჩანს კარები,
მდგარი მწვანე ბალახში,
ჩვენ ყველანი ჩავფლურვართ
მუხლებამდე ტალახში.

მაისური დამეხა,
ბუციც შუა გამეყო,
ბურთის ნაცვლად სახლიდან
ნეტა ქოლგა წამეღო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ონკანიერთხელ აბაზანაში გაგვიფუჭდა ონკანი, ბავშვებისთვის ის გახდა სიხარულის მომტანი. მოუშვებ და ახველებს, ცემინე...საჩუქრებიერთხელ დაბადების დღეზე მომიტანეს ბურთები, ჭრელა-ჭრულა ბაფთებით შეფუთული ფუთები. ზოგში თოჯინა იყო, ზოგში თ...ზაფხულიგაზაფხულდა, არე-მარე მოიხატა ათასფერად, საზაფხულოდ ვემზადები, მე სოფელში წასასვლელად. აღარ მინდა თქვენი ბ...ზრდილობიანიერთხელ უმცროს ძამიკოს არიგებდა აკაკი: _ ამ საღამოს სუფრაზე იყო ორი ატამი. შენ მისულხარ პირველი და დიდი აგ...ხუთი თითი - მუჭახუთი თითი გაშლილი, ხუთი თითი მუჭა, ბავშვებს იხმობს თავისთან, ბიჭი თმახუჭუჭა. ლოყები აქვს წითელი, ბალს ჭამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026