kids.ge logo

ონკანი

ფავორიტებში დამატება

ერთხელ აბაზანაში
გაგვიფუჭდა ონკანი,
ბავშვებისთვის ის გახდა
სიხარულის მომტანი.

მოუშვებ და ახველებს,
ცემინებას იწყებს,
მერე ისე იბღავლებს,
სიცილს გამოიწვევს.

შემდეგ გაბრაზებული
გამოგვაყრის შხეფებს,
თუ მარჯვედ არ იყავი
დაგისველებს ფეხებს.

გვანცა ამბობს სიბრაზით
ეს რაღაა აბა,
მაგ ოხერმა ონკანმა
დამისველა კაბა.

ამ ზაფხულში ონკანი
ნეტა როგორ გაცივდა?
სა თქვა და გვანცულას
თვალთ ცრემლები დასცვივდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...გურია და ბიჭი ლექსოშვილის სიყვარულში მდგარმა გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო, სანიმუშოდ მეგობრობენ გურია და ბიჭი ლექსო. ხან მიწაზ...ულტიმატუმიყოველ დილით ჩხუბია ჩემს ოჯახში ამაზე ტანსაცმელის წესრიგზე და საჭმელის ჭამაზე. მიკვირის როცა მაცვია არაფერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026