kids.ge logo

თევზაობა

ფავორიტებში დამატება

ერთ საღამოს ბიჭებმა
ანკესები ავიღეთ,
გადავწყვიტეთ დილაზე
სათევზაოთ წავიდეთ.

დილით ადრე რიჟრაჟზე
თავს დამადგნენ მძინარეს,
ძნელია თუ ადვილი
მივადექით მდინარეს.

ბევრი სატყურა გვაქვს
მაგრამ დიდი ბოდიში,
თევზი ვერ მოვატყუეთ
დავიღალეთ ლოდინში.

რამე უნდა ვიღონოთ,
ვეუბნები დაღლილებს,
სე დაბრუნებულებს
უფროსები დაგვცინებს.

ბებოს წყალში უწყვი
გაყინული თევზები,
რომლისგანაც სადილზე
მოგვიმზადა კერძები.

ჩვენში ერთ-ერთს ვუთხარი
შენ ჩადექი კარებში
მე სასწრაფოდ თევზები
გადავაწყვე ბადეში.

მივუტანეთ უფროსებს,
ვთქვით: არ გაგიკვირდეთო,
დილიდანვე ვთევზაობთ
და ეს დავიჭირეთო.

დაგვაყარეს სიცილი,
გახსენება არ მინდა,
თურმე მთის მდინარეში
დავიჭირეთ სტავრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შველიამამლის ყივილით დაიწყო ნათელი დილა სოფელში, მზის სხივს აასწრო ბებიამ, უკვე წასულა ბოსელში. ლაჟვარდი ცისკრი...პატარა მეცნიერივარ პატარა მეცნიერი, საკვლევი მაქვს ცა და მიწა, მაქვს გლობუსი სატრიალო, საკუთარი დედამიწა. აკრავს ოთხი ოკ...საქანელამზის ამოსვლას შეეგებენ პაპიკო და ჩვენი გელა, უნდა ბაღში ჩამოკიდონ ვაშლის ხეზე საქანელა. იშრომეს და საქმეს...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026