kids.ge logo

ველოდებით ახალ წელს

ფავორიტებში დამატება

შემოდგომის მაგივრად
შემოსულა ზამთარი,
მახარობლად მობრძანდა
თოვლის ფიფქთა ამქარი.

მოიბუზნენ ჩიტები,
გულწითელა ღაბუა,
ბავშვებმა კი ეზოში
დავდგით თოვლის ბაბუა.

დავაყენეთ დარაჯად
ფხიზლად შეხვდეს ალიონს,
გაუფრთხილდეს ცოცხსა და
ბროწელის ყალიონს.

თავზე ვედრო ახურავს
ცხვირი სტაფილოსი აქვს,
ყალინი შეკვეთით
პაპას გამოთლილი აქვს.

გვიხარია ზამთარი
ბა რა დაგვაღონებს,
პაპა გულში იცინის,
და ყალიონს აბოლებს.

ბებოს სუფრის გაშლაშიც
მივაშველებთ მარჯვედ ხელს,
თოვლით გახარებული
ველოდებით ახალ წელს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოჭებიდილიდანვე ეზოში ისმის მოთქმა-გოდება, ეს რა დღეში ჩამაგდეს უსირცხვილო გოჭებმა. დედა ღორთან გოჭები ერთობოდნ...ფეხბურთისაღამოზე მეგობრები სათამაშოთ წავედით, ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ სოფლის ბოლოს გავედით. წესები გვაქვს, ვერავ...შველი - მზეთუნახავიიყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი, ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი. იყო სამოთხე ქვეყანა...ხილთა ქება*** ქარის ზუზუნ-ზუზუნით, ნაირ ფერთა ქარაგმით, შემოდგომა მოსულა, ხვავითა და ბარაქით. *** ბაღჩით, ხილი-ბოსტ...ხელოსანიჩუმად პაპის სახელოსნოს ამოვხსენი ურდული, იარაღი მჭირდება გავაკეთო შურდული. აგერ ერთად აწყვია ხერხი და შალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026