kids.ge logo

თევზაობა

ფავორიტებში დამატება

ერთ საღამოს ბიჭებმა
ანკესები ავიღეთ,
გადავწყვიტეთ დილაზე
სათევზაოთ წავიდეთ.

დილით ადრე რიჟრაჟზე
თავს დამადგნენ მძინარეს,
ძნელია თუ ადვილი
მივადექით მდინარეს.

ბევრი სატყურა გვაქვს
მაგრამ დიდი ბოდიში,
თევზი ვერ მოვატყუეთ
დავიღალეთ ლოდინში.

რამე უნდა ვიღონოთ,
ვეუბნები დაღლილებს,
სე დაბრუნებულებს
უფროსები დაგვცინებს.

ბებოს წყალში უწყვი
გაყინული თევზები,
რომლისგანაც სადილზე
მოგვიმზადა კერძები.

ჩვენში ერთ-ერთს ვუთხარი
შენ ჩადექი კარებში
მე სასწრაფოდ თევზები
გადავაწყვე ბადეში.

მივუტანეთ უფროსებს,
ვთქვით: არ გაგიკვირდეთო,
დილიდანვე ვთევზაობთ
და ეს დავიჭირეთო.

დაგვაყარეს სიცილი,
გახსენება არ მინდა,
თურმე მთის მდინარეში
დავიჭირეთ სტავრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ულტიმატუმიყოველ დილით ჩხუბია ჩემს ოჯახში ამაზე ტანსაცმელის წესრიგზე და საჭმელის ჭამაზე. მიკვირის როცა მაცვია არაფერ...პირობაშენი გვარით და სახელით და ჩემი ცელქი ანცობით, უნდა ვიარო ამ ქვეყნად მე ჩემი წილი კაცობით. გაკვალულ გზაზე ...ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...პატარადედიკოს წყენინებისთვის თუმცა საწყენი რა იყო? ბებიამ მითხრა საღამოს კარგად მიგტყეპავს მამიკო. იცოდეთ მეც ჩ...საათიტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... ისმის კედლის კუთხიდან, გუგული კი გადმოგვძახებს პაწაწინა ყუთიდან. ეს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026