kids.ge logo

ფუტკარი

ფავორიტებში დამატება

ფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით,
საით მიფრინავ ფუტკარო?
ყვავილებს მილერსებ
დედიკოს ასე უთხარო.

ვიშრომებ ცოტას, ვიცელქებ,
არ ვიზამ სანანებელსო,
ყვავილის მტვრისგან თაფლს შევქმნი
ჩემს სარჩო-საბადებელსო.

წვეთ-წვეთად სკაში შევზიდავ,
მთლად არ შევიკრავ კრიჭასა,
ცოტას შენც გაგინაწილებ
თაფლისგან დამტკბარ ფიჭასა.

თუ მტრულად მოხვალ გაგიწევ
მეც ჩემებურად მტრობასო,
თუ ძმა იქნები დავატკბობ
თაფლივით მე ჩვენს ძმობასო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხილთა ქება*** ქარის ზუზუნ-ზუზუნით, ნაირ ფერთა ქარაგმით, შემოდგომა მოსულა, ხვავითა და ბარაქით. *** ბაღჩით, ხილი-ბოსტ...ველოდებით ახალ წელსშემოდგომის მაგივრად შემოსულა ზამთარი, მახარობლად მობრძანდა თოვლის ფიფქთა ამქარი. მოიბუზნენ ჩიტები, გულწით...მელაკუდა მელიამელაკუდა მელია, გიყვარს ღამე ბნელია, ჩემს დედალზე, იცოდე, არ წაგიცდეს ხელია, ყასაბა და ბასარა საქათმესთან...თევზაობაერთ საღამოს ბიჭებმა ანკესები ავიღეთ, გადავწყვიტეთ დილაზე სათევზაოთ წავიდეთ. დილით ადრე რიჟრაჟზე თავს დამა...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026