kids.ge logo

გურია და ბიჭი ლექსო

ფავორიტებში დამატება

შვილის სიყვარულში მდგარმა
გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო,
სანიმუშოდ მეგობრობენ
გურია და ბიჭი ლექსო.

ხან მიწაზე თამაშობენ,
ხან ხის კენწეროზე მაღლა,
ციბრუტივით ტრილებენ,
არ ეტყობათ არც ერთს დაღლა.

წიგნსაც ერთად კითხულობენ,
ცოტა არ აქვთ ნებისყოფა,
სასიკეთოდ წაადგებათ
გაკვეთილზე ერთად ყოფნა.

ფიცი დადეს: საქართველოს
ვიყოთ სამაყო შვილი,
შენ ალექსი ჩოხელი და
მე გურია ციცქიშვილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...კარუსელისანიმუშოდ დავამთავრე სკოლის მე სასწავლო წელი, ამიტომაც ჯილდოს სახით ზოოპარკში წასვლას ველი. ვნახავ ფრინვე...მეც უფროსი გამოვალწელს მივდივარ სკოლაში და დიდივით ვფიქრდები, რა გამოვალ ნეტავი, როცა დიდი ვიქნები? როცა ვცელქობ, მეტყვიან,...წიწილაბებიასთან სოფელში ვარ ახალი ჩასული, სხვენში თავის კვერცხებზე კრუხი დამხვდა დასხმული. სანახავად მისულებს ნ...ზოოპარკიდილით ბებოს მიეხმარა, ხბოს შეაბა ზინზილები, ერთად დააპურეს ცხვრები, გოჭები და წიწილები. იხვები და ჭუჭულებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026