kids.ge logo

ხმა გულისა

ფავორიტებში დამატება
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და სადღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.
დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

1871 წელი 23 მაისიტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა... კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა....გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...პოეტიმისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა; არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამ...მუშა«В труде проходит жизнь его И не приносит ничего». I გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ მე ჩამივლია......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026