kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -
ქართველ ქალთა ვნახე კრება;
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!

ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხინი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.

გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,
ცალ-ცალკე და ყველა ერთად,
სიცოცხლე და ნეტარება!..

შემოვიდა რუსთაველი,
ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით
მისი “ვეფხის-ტყაოსანი”.

თაყვანი სცა სწორუპოვარს,
მის წინ მუხლი მოიყარა…
გაღიმა ტახტზე მჯდომმა
და ცრემლები გადმოღვარა!..

მზის ჭიტის დარი იყო
უცნარი ის ღიმილი
და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი:

მასაც მგოსნის თანაგრძნობა
გულში ედვა, როგორც ქალსა,
მაგრამ უნდა დაჭირა
თავი, როგორც დედოფალსა!

ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი,
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -
უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..”

მიუბრუნდა მერე იქ მდგომ
ნესტანსა და თინათინსა:
“თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ
სიყვარულს და შვება-ლხინსა:

გიანდერძებთ საქმროდ ყველას
ტარიელს და ავთანდილსა,
რომ ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”

ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად
გადმოეშვა ცისარტყელა:
ტაცა შუქმა შუქი
და მას გაჰყვა თანვე ყველა!

მე კი დავრჩი… შემეშინდა!..
მიმოვავლე გარს თვალები
და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!..
სხვა ხალხი და სხვა ქალები!..

არც თამარი, არც თინათინ,
ღარც ნესტან-დარეჯანი!…
ღარც ერთს არ ეტყობოდა
ქართველობის რამ ნიშანი!..

გული დამწყდა!… გამეღვიძა,
ნაღვლინად გამეცინა!..
ვთქვი: “ნეტავი არ მენახა,
საკუნოდ დამეძინა!..”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026