kids.ge logo

გურია და ბიჭი ლექსო

ფავორიტებში დამატება

შვილის სიყვარულში მდგარმა
გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო,
სანიმუშოდ მეგობრობენ
გურია და ბიჭი ლექსო.

ხან მიწაზე თამაშობენ,
ხან ხის კენწეროზე მაღლა,
ციბრუტივით ტრილებენ,
არ ეტყობათ არც ერთს დაღლა.

წიგნსაც ერთად კითხულობენ,
ცოტა არ აქვთ ნებისყოფა,
სასიკეთოდ წაადგებათ
გაკვეთილზე ერთად ყოფნა.

ფიცი დადეს: საქართველოს
ვიყოთ სამაყო შვილი,
შენ ალექსი ჩოხელი და
მე გურია ციცქიშვილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარიფუსფუსით, ბზუილ-ბზუილით, საით მიფრინავ ფუტკარო? ყვავილებს მიუალერსებ დედიკოს ასე უთხარო. ვიშრომებ ცოტას, ...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...ახალი კბილიმიყვარს ბევრი კანფეტი და მურაბა ტკბილი, ამ ზაფხულში სოფელში მოვიცვალე კბილი. ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი გავ...ჩემი ბაღიმიყვარს ჩემი ბაგა-ბაღი, მისი ეზო-კარი, ამ კედლებში შევიძინე ბევრი მეგობარი. აქ ვიგრძენი მადლიანი საქართვე...პატარადედიკოს წყენინებისთვის თუმცა საწყენი რა იყო? ბებიამ მითხრა საღამოს კარგად მიგტყეპავს მამიკო. იცოდეთ მეც ჩ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026