kids.ge logo

ბოშა ქალი

ფავორიტებში დამატება
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეკურთხეს გამჩენი...
მეზღვარებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვარი:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით ისებს?
მხირული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაჟაო, დილის მზის სხივო,ვაჟაო, დილის მზის სხივო, ხან მთებზე ნისლთა დინებავ, შუაფხოდან რომ მიდიხარ, გული რად გაგეტირება? შენ თუ არ...შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაოშენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერც...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...ვარსკვლავი ბრწყინავსვარსკვლავი ბრწყინავს, ო, ვარსკვლავი კრთის სასიამო და მთვარე არის კვლავ სხივთა მთოვარ. . . დაგვიანებით გად...ასეთი დარი თუ იყო მაშინ?მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან... ღრუბლები როკვით ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026