kids.ge logo

გაზაფხულის წვიმა

ფავორიტებში დამატება

კაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად
გაზაფხულის თბილი წვიმა.
არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ
და წვიმასთან ერთად ვცეკვავ.
გუბეებში დავაბოტებ
ჩემს პრილა, წითელ ბოტებს.
დედა სულაც არ მიწყრება
და კეთილად იღიმება.
ამ წვიმაში უდარდელად
რომ დავდივართ მე და დედა,
ვხვდები, ასე რატომ ხდება,-
მას ბავშვობა ახსენდება...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მკურნალები“მე და ჩემი ძამიკო როცა ვსტუმრობთ ბებიას,- ბაბუს ასე გასძახებს: ექიმები გვეწვია! ისიც უცებ მხარს უბამს, მკ...პრანჭია ანოროცა დედა გადის გარეთ ერთ ჯადოსნურს ვაღებ კარებს, მის ოთახში ვიპარები და სარკის წინ ვიპრანჭები: ვდგები მა...მხიარული ზაფხულიეს რა მალე დამთავრდა მხიარული ზაფხული?.. მოდი, ყველას მოვუყვეთ ვინ სად იყო წასული. ზოგი მთაში გახლდათ და ... სათამაშო მობილურიგუშინ დედამ მომიტანა მობილური ტელეფონი, ზარები აქვს მხიარული და ფერადი ახლავს ფონი. პატარაა, ვარდისფერი, ...საქანელაქარზე სწრაფად, განა ნელა დაჰქრის ჩემი საქანელი. თმები ქარში მიფრიალებს, კიდევ დიდხანს ვიქრიალებ. ფეხს ჯიუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026