kids.ge logo

დღეს პირველი აპრილია

ფავორიტებში დამატება

მელაკუდა მიიმღერის:
- დღეს პირველი აპრილია,
ტყის ამბები მოვიგონე,
დაჯერება ადვილია:

ჩემი თვალით ვნახე, სკვინჩამ
კუდი კურდღელს გაუცვალა,
მგლების ხროვა შეშინა
ერთმა უწყინარმა ცხვარმა.

შენა ქარმა სახლი,
ისრულა საწადელი,
ბუზმა დათვებს შეჭამა
ვებერთელა თაფლაკვერი.

ტკბილად გალობს ყვანჩალია,
ბულბულები გადარია,
შაშვმა ბარტყი მიბარა,
ვარჯიშებს რა ხანია.

ჰა-ჰა-ჰა-ჰა, დელი-დელი,
დაჯერეთ ყველაფერი?!
დღეს პირველი აპრილია,
მოტყუბა ადვილია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმის პაპაახალი წელი თენდება, წვიმდა გუშინ, და წვიმს ახლაც, წვიმის პაპა ხომ არ მოვა, ნეტავ, თოვლის პაპის ნაცვლად?...მამიკო იუბილარიაბებომ ძროხა მოწველა, რძეც გვაქვს, ხაჭოც, კარაქიც; ქათმები კაკანებენ, კვერცხს მოვიტან კალათით; ბაღში მარწყ...რა ხდება ზოოპარკში?ოფოფს ქანცი გასწყვეტია, კუდი ვარცხნა ცხრა მელიას; ყვანჩას კაბა მოხდენია, ო-ჰო-ჰო-ჰო, რა ჭრელია! იპრიალებს...დათუნიას სკოლავერა და ვერ ჩაატარა დათუნიამ გაკვეთილი: კოდალა მერხს უკაკუნებს, ციყვი დახტის აქეთ-იქით. ლოკოკინა იგვიანებ...ოფოფის სიზმარითეთრ სამოსში ციცარი, რა ვქნა, ვეღარ ვიცანი; ბუ და ჭოტი შორტებში - ცხადია თუ სიზმარი?! გაიარა ბატუნამ მოხდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026