kids.ge logo

ფისუნია კატა!

ფავორიტებში დამატება

ფისუნია კატა,
მე შენს პორტრეტს ვხატავ;
თხოვ, ნუ იცვლი პოზას,
აზრებს ნუ მიფანტავ.

თვალები და პირი,
ცხვირი და ყურები;
ეს თათები... ფისო,
საით იყურები?

ვიშ! რა ლამაზი ხარ!
ი, შენი სახე;
რა საყვარლად ზიხარ,
მოდი, ერთი ნახე!

მინდა, გნახოს ყველამ,
დავუძახებ ბაშვებს.
მიგიხატავ მაგ კუდს,
მერე მაგ ულვაშებს.

ჩავალაგებ წიგნებს,
თახს ცოცხით დავგვი:
თორემ, ბებომ მითხრა, -
გაჩნდებაო თაგვი.

რომ არ გავაბრაზოთ,
ჩვენი ბებო იზო,
სისუფთავე გვმართებს,
ხომ გაიგე, ფისო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟირაფიგრძელკისერა ჟირაფს ვინ არ იცნობს ტყეში. დატოლებით ყველას სჯობნის სიმაღლეში. კალათბურთი უყვარს, თამაშობს ნ...დათუნია აუზშიდათუნია აუზში, დაცურავს და ბანაობს, შიმპანზე კი, ბანანს ჭამს, და ხის ტოტზე ქანაობს....ბებოს გავახარებ!მე ჩემ საყვარელ ბებიკოს, ოთახს დავუგვი ცოცხითა. ვიცი რომ გაეხარდება, გულში ჩამიკრავს კოცნითა, ,,ბებია შემ...ფოსტალიონი კუკუ გაზეთებს დაატარებს, ფოსტალიონია. ტყეში ფოსტალიონობა განა იოლია. კუ მუშაობს პატიოსნად, მაგრამ არის ნელი...ბებოსთან სოფლადვაშა! ახალი წელია და დღეს დილიდან თოვს, ბებო მიმჯდარა ბუხართან, ჩემთვის თბილ წინდებს ქსოვს. რექსს უხარია ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026