kids.ge logo

რა ხდება ზოოპარკში?

ფავორიტებში დამატება

ფოფს ქანცი გასწყვეტია,
კუდი ვარცხნა ცხრა მელიას;
ყვანჩას კაბა მოხდენია,
ო-ჰო-ჰო-ჰო, რა ჭრელია!

იპრიალებს ზღარბი ეკლებს,
მძივებს ისხამს სირაქლემა,
ყვავილებით დაამშვენეს
ზო კუმ და ჟირაფებმა.

ტორტი მორთო ათმა ციყვმა,
მზარელობს ათი დათვი,
სუფრას აწყობს დინჯად, მშვიდად
კოკობზიკა ფარშევანგი.

და რა ხდება ზოოპარკში?

ძეობაა!!! ყველა ხარობს
ციცქნა სპლიყვის დაბადებით,
ერთი ნახეთ, რა ბიჭია,
ვარსკვლავების სადარები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამიკო იუბილარიაბებომ ძროხა მოწველა, რძეც გვაქვს, ხაჭოც, კარაქიც; ქათმები კაკანებენ, კვერცხს მოვიტან კალათით; ბაღში მარწყ...პატარა მეკვლეების სიმღერახილითა და ტკბილეულით დიდი ხონჩა ავავსეთ;  ჩვენ, პატარა მეკვლეები მოგილოცავთ ახალ წელს! ხვავ-ბარაქას ...სტუმრად დათვებთანგააღვიძეს დათვები თაგუნამ და მელიამ: - მეკვლეები მოვედით, დღეს ახალი წელია! ოხუნჯობენ სტუმრები, ბაბუ დათვ...დათუნიას სკოლავერა და ვერ ჩაატარა დათუნიამ გაკვეთილი: კოდალა მერხს უკაკუნებს, ციყვი დახტის აქეთ-იქით. ლოკოკინა იგვიანებ...ლოკოკინას სიმღერადავსეირნობ აღმა-დაღმა, ზოზინ-ზოზინ, ნება-ნება, ვისაც სახლი ზურგზე ადგას, იმას არსად ეჩქარება. მომშივდება?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026