kids.ge logo

ვინც ამ გოგოს გააცინებს

ფავორიტებში დამატება
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება მისია,
ვინც ამ გოგოს გაცინებს,
გოგოს გული მისია...
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
_ ეს მანდილი ვისი არი?
_ ეს ჩანგური ვისია?
_ ეს ხომ ჩემი დისი არი...
_ ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაგებს, ვინც დაჭერს,
ვინც აკოცებს მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გახსენებაროცა ვიტყვი ი მაშინ გამო...დი! ბალღური თითქოს გუშინ დასრულდა შინ და გარეთ, შინ, ჭრელკაბიან ასულთან თა...მ...ანა-ბანა, ანა-ბანაანა-ბანა, ანა-ბანა, სიხარულმა ამიტანა, - ჩემი ქვეყნის სიყვარულმა სადღა აღარ წამიყვანა. მთაში ჩანჩქერები ვ...ხე დარგეთბილისელი ხარ, შენს თბილისს მზის სხივად გადაექარგე,- ქორწინების წინ ხე დარგე, შვილი გეყოლა, ხე დარგე! ხე ...იძინებენ გვირილებიძილი ნების! ძილი ნების! ძილი გულის საყვარელს! - იძინებენ გვირილები, ეძინებათ პატარებს. ცა ვარსკვლავებს აც...მრავალ-მრავალ ახალ წელსნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება, ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს, საქართველოს სადიდებლად მრავალ, მრავალ ახალ წელს! ჩემი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026