kids.ge logo

ლოკოკინას სიმღერა

ფავორიტებში დამატება

დავსეირნობ აღმა-დაღმა,
ზოზინ-ზოზინ, ნება-ნება,
ვისაც სახლი ზურგზე ადგას,
მას არსად ეჩქარება.
მომშივდება?
დავპურდები,
სუფრას გავშლი მინდვრად, მთაში,
დავიღლები?
გავყუჩდები
ჩემს პაწია ნიჟარაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმის პაპაახალი წელი თენდება, წვიმდა გუშინ, და წვიმს ახლაც, წვიმის პაპა ხომ არ მოვა, ნეტავ, თოვლის პაპის ნაცვლად?...ჭრიჭინას იავნანაწუხელ არ მოისვენა, იჭრიჭინა ჭრიჭინამ, ტყე აიკლო, გაერთო, როგორც მოეჭრიჭინა. მაგრამ, როცა გათენდა და ამღერ...რა ხდება ზოოპარკში?ოფოფს ქანცი გასწყვეტია, კუდი ვარცხნა ცხრა მელიას; ყვანჩას კაბა მოხდენია, ო-ჰო-ჰო-ჰო, რა ჭრელია! იპრიალებს...ოფოფის სიზმარითეთრ სამოსში ციცარი, რა ვქნა, ვეღარ ვიცანი; ბუ და ჭოტი შორტებში - ცხადია თუ სიზმარი?! გაიარა ბატუნამ მოხდ...დათუნიას სკოლავერა და ვერ ჩაატარა დათუნიამ გაკვეთილი: კოდალა მერხს უკაკუნებს, ციყვი დახტის აქეთ-იქით. ლოკოკინა იგვიანებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026