kids.ge logo

მიყვარს თვალები მიბნედილები

ფავორიტებში დამატება
მიყვარს თვალები მიბნედილები,
ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;
მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად
განეწონვიან მათი ისრები.
მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,
მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?

ვიცი, რომ მტრობენ გულსა მგრძნობელსა,
წყალოდ სტანჯვენ უნო მსხვერპლსა,
მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ,
მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!
თვალნო, ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას,
თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამომიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო, მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო; მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე,...ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავ...ბულბული ვარდზედბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი: „ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი, მაღირსე...როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითაროს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა, ღიმილით გევხარ მაისის დღესა, მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა და მათი მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026