kids.ge logo

წყალი არ ყველა წყალია

ფავორიტებში დამატება
გუბევ, გუბევ, შე საბრალო,
ზარმაცო და სალახანავ,
არ მოგწყინდა სულ ძილი და
ერთ ადგილზე ყოფნა განა?
ბაყაყების ორკესტრს უსმენ,
ჩაიქნიე უკვე ხელი,
სიკეთეს და კარგ ცხოვრებას,
მუქთახორავ ნუღარ ელი.
კარგ ცხოვრებას და კეთილ დღეს,
ცოდე, რომ უნდა შრომა,
შრომასა კი სიხალისე,
მოძრაობა,სწრაფად სრბოლა.
გადმოხეთქე კალაპოტი,
გაიღვიძე, გაინძერი,
თავს ბუშტები მოგდგომია,
დაგდებია მწვანე ფერი.
ყველას სძულხარ უმოქმედო,
გვერდს გივლიან დიდი ზიზღით,
ბა შეხე ამ ჩვენს რიონს,
რას გრილებს, როგორ მიჰქრის?
ერთი ციდა ნაკადულად,
მოევლინა ამ ქვეყანას,
დავაჟკაცდა ტყეში,ღრეში,
მობრდღვენს მედგრად-ტბორავს ჭალას.
ჯებირები დაამტვრია,
გადალეწა, გადმოლეწა,
დიდესი მონდომებით,
ქალაქები გამოძერწა.
მიგრილებს და ხმარობს,
ბუნებამაც დანათლა,
მისმა ძალამ, ენერგიამ,
ქალაქები განათა.
ბოლოს დაღლილ-დაქანცულმა,
როს მოგო დიდი ბრძოლა,
კმაყოფილმა გავაკა,
და შეწყვიტა სწრაფი სრბოლა,
და დაჭრილი მხეცის მსგავსად,
ბოლო ღამე გათენა,
დაცალა მდარე სისხლად,
და დიდ ზღვაში ჩაესვენა.
შენ კი გძინავს, არ გრცხვენია?
მრავალ მწერთა გახდი ბუდე,
წვიმას ელი აგვისტოში,
რომ არ დაშრე ცოდვილ გუბევ.
შენც ხომ ამ ცის ნაჟური ხარ,
ირგვლივ მთაც გაქვს და ბარიცა,
ზოგი წყალიც კი ფუჭია,
წყალიც არის და წყალიცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუქთა მჭამელებიბატმა ცომი მოზილა, თეთრი, თეთრი, ფითქინა, მეც მაჭამე პურიო, თხამ წამოიკიკინა. რაო, პური ცხვებაო?- ცუგომ ყ...ნინი და საზამთროუჰ, რა გემრიელია დალოცვილი საზამთრო! მისმა სიტკბომ, სურნელმა ნინი სულ მთლად დაათრო. დაიჭირა ორ ხელში, თავ...ჭარბი წონააიწონა დაიწონა, ვისაცა გაქვთ ჭარბი წონა, ჭამეთ ხილი ბოსტნეული, ნუ გახდებით ტკბილის მონა....კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026