kids.ge logo

საჩუქარი

ფავორიტებში დამატება


ეს გაზაფხულიც მოვიდა
და შემოგვცინა მარტმა,
მეცა მყავს დედა ლამაზი,
მეცა მაქვს ერთი ნატვრა...

რვა მარტს საჩუქრის გარეშე
რაღა ფასი აქვს, აბა?
ზოგი თუ ყვავილს დაძებს,
ზოგი ყიდულობს კაბას.

მე კი სხვას ვნატრობ ამ დილას,
სხვა საჩუქარი მინდა,
რადგან ერთია დედისთვის -
კარგიც, ლამაზიც, წმინდაც...

ვიყო, როგორიც დედას სურს,
ჩემი იმედი ჰქონდეს!
სხვა საჩუქარი რა არის,
ამ საჩუქარს რომ სჯობდეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოთოვლმა უცებ დაბურა მინდორი თუ კორდი, თოვლის თეთრი ბაბუა საჩუქრებით მოდის. ათასფერად ბრიალებს ჩვენი ნაძვის...მახარობელიწუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წ...ზამთარში ზაფხული მენატრებაზამთარში ზაფხული მენატრება, ზაფხულში - იანვარს ვნატრობ, მინდორში მყინვარი მელანდება, მთაში ვარ - ტრამალი ...წუხელის ბიჭი დაბადებულაწუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წ...მზის ჩასვლის მერეგომბორს იქით ჩავიდა მზე, ბრიალებდა ყვარელი, რაღაც უცხო სხივით სავსე, თვალის გასახარელი. მზე ჩასულიც - ათა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026