kids.ge logo

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო

ფავორიტებში დამატება
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
წყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

სე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
წყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი, ყოფილან ო...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...მელიქიშვილის გამზირიმელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ. გზად სტუდენტობა იჩქარ...ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ...გოგონა კითხულობდა...გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026