kids.ge logo

ბაქიბუქა ბაჭია

ფავორიტებში დამატება

ბაჭია გმირულ ამბებით
მეგობრებს მუდამ აცებს,
ფეხზე დამდგარი ჰყვება და
თან მათ სახეებს ამოწმებს.

"- აბა მტრებს თქვენთან რა უნდათ, 
როცა მე გყავართ მცველადო,
ვინც გაგაბრაზებთ, მითხარით,
სულ ყველას გადავთელავო."

თურმე მელია უსმენდა,
მიმალულიყო ბუჩქებთან,
თან დამცინავი ღიმილი
თამაშებდა ტუჩებთან.

“- ვნახოთ, რა ბიჭიც ბრძანდები,
ბაქიბუქავ და პაწიავ!”
- უთხრა და წასწვდა ყურებში 
ცახცახებულ ბაჭიას.

გაშრა, გაშეშდა კურდღელი,
სახეზე ფერი ეცვალა,
და ამ დროს ტრაბახისათვის
ნამდვილად აღარ ეცალა.

შეშინებული კურდღლები
მისგან ელოდნენ გმირობას,
მაგრამ მალევე შეტყვეს, 
რომ არც ახსოვდა პირობა.

მაშინვე სწრაფად მოკურცხლეს,
“- თავად ვუშველით თავებსო”,
და მოთმინების ფილა
უკვე მელასაც აევსო!

“- ბედი გქონია ბაჭია,
ახლა რომ არ ვარ მშირი,
ვერც შენს მეგობრებს დავიჭერ,
გახლავარ უკვე ხნიერი.

გაგიშვებ, თუმცა ღირსი ხარ
ჩავიტკბარუნო პირიო,
დამახსოვრე: ტრაბახით
ვერავინ ხდება გმირიო”.

ბაჭიას თათი გაუშვა,
ჩახითხითა მელიამ,
მას შემდეგ კურდღლის ტრაბახი
ტყეში არავის სმენია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წელიიწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია, ყველა რომ ველით საჩუქრებს, რა დიდი სიხარულია! ყველაფერი რომ ბრწ...მელაკუდას ჩივილინეტავ რატომ მეძახიან გაიძვერა მელიას?! ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი რად არ გამოერია?! ნეტავ, ყველა მელაკუდა ც...პატარა მეფეაი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე მეფობა. ვიცი, ჩემი სიმამაცე ამისათვის მეყოფა. მომინატეთ გვირგვინი და აბრე...ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026