kids.ge logo

შე კუდმაკრატელა, შენა!..

ფავორიტებში დამატება
ბევრჯერ გადმოლახე ზღვები,
ან კი როგორ შეძელ ფრენა,
ე მაგ პაწაწინა ფრთებით,
შე კუდმაკრატელა, შენა?!
კვირტით და სიმწვანით სავსე
სევ მომიტანე სითბო,
რომ კვლავ შემოგისვა მხარზე,
ჩემო გაზაფხულის ჩიტო!
ქარებს ამარიდე აშარს,
ზამთრის დამანახე ბოლო.
მოდი, გელოდები, აქ ვარ,
კვლავ საქართველოში ვცხოვრობ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კეთილი გოჭიგოჭმა დედას ახარა: _ შევაგროვე ტყეში რკო, რომ მეგობრებს საჩუქრად დავურიგო, დედიკო! დედა ძლიერ გაბრაზდა: _...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...წელო ახალო...ჩვენთან ხარ, წელო ახალო, დიდხან ველოდით ამ წუთებს. არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრე...ნერგინერგი ვარ, ვწევარ მიწაზე და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები. თუ დამრგეს, თუ გავიზარდე და თუ გავშალე ტოტები, ხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026