kids.ge logo

ბაქიბუქა ბაჭია

ფავორიტებში დამატება

ბაჭია გმირულ ამბებით
მეგობრებს მუდამ აცებს,
ფეხზე დამდგარი ჰყვება და
თან მათ სახეებს ამოწმებს.

"- აბა მტრებს თქვენთან რა უნდათ, 
როცა მე გყავართ მცველადო,
ვინც გაგაბრაზებთ, მითხარით,
სულ ყველას გადავთელავო."

თურმე მელია უსმენდა,
მიმალულიყო ბუჩქებთან,
თან დამცინავი ღიმილი
თამაშებდა ტუჩებთან.

“- ვნახოთ, რა ბიჭიც ბრძანდები,
ბაქიბუქავ და პაწიავ!”
- უთხრა და წასწვდა ყურებში 
ცახცახებულ ბაჭიას.

გაშრა, გაშეშდა კურდღელი,
სახეზე ფერი ეცვალა,
და ამ დროს ტრაბახისათვის
ნამდვილად აღარ ეცალა.

შეშინებული კურდღლები
მისგან ელოდნენ გმირობას,
მაგრამ მალევე შეტყვეს, 
რომ არც ახსოვდა პირობა.

მაშინვე სწრაფად მოკურცხლეს,
“- თავად ვუშველით თავებსო”,
და მოთმინების ფილა
უკვე მელასაც აევსო!

“- ბედი გქონია ბაჭია,
ახლა რომ არ ვარ მშირი,
ვერც შენს მეგობრებს დავიჭერ,
გახლავარ უკვე ხნიერი.

გაგიშვებ, თუმცა ღირსი ხარ
ჩავიტკბარუნო პირიო,
დამახსოვრე: ტრაბახით
ვერავინ ხდება გმირიო”.

ბაჭიას თათი გაუშვა,
ჩახითხითა მელიამ,
მას შემდეგ კურდღლის ტრაბახი
ტყეში არავის სმენია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ჯიუტი ნია"თქვენ ადექით, ეს ჰამაკი მე გამიბა ძიამ!" - და-ძმას ასე ეჩხუბება პაწაწინა ნია. არ დგებიან მეტიჩრები, ჩუმა...ბეღურა“- ნახე, თოვლი ხეებს უკვე საბნად გადაეხურა, შენ რატომ არ გადაფრინდი თბილ ქვეყნებში ბეღურავ?” ...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026