kids.ge logo

ბადი ბელი

ფავორიტებში დამატება

გალიში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,
მოიყვანეს ტყიდან იგი,
გაყინული, - სულ მთლად სველი,

თოვლმა როცა მთა და ბარი,
უხვად, თეთრად გადაპენტა,
დედა მოკლეს და დათუჩა,
დარჩა უღრან ტყეში კენტად.

ბევრი, ბევრი იზლუქუნა,
ცრემლი ჰყარა დიდი ხანი,
განშორების სევდამ სძლია,
გულს მოაწვა კაშანი,

ძუნძულა აქეთ იქეთ,
და ფუღურო ნახა ხეში,
ლადო პაპამ იქ იპოვა,
იყვანა ბელი ხელში.

მთელს ზოპარკს ცრემლები სდის,
ოხრავს მგელი, - ტირის სპილო,
ვაზაც კი აკრუსუნდა,
ლომი ბღავის, - „ვაი შვილო!“

ვეფხვები და აქლემები
ყველამ, ვინც კი ბელს შეჰხედა,
ამშვიდებენ: „გენაცვალე,
ჩვენ ვიქნებით შენი დედა.“

უგზავნიან საჭმელებსა,
ზებრები და ბაჭიბი,
ბანანებს არ იშურებენ,
მაკაკები - პრანჭიბი.

სიყვარული სუფევს ირგვლივ,
მზრუნველობა მისბაძი,
სახელიც კი მოძებნეს,
და დაარქვეს იმ ბელს „ბადი.“

ბავშვებმაც კი შეიყვარეს,
ბადუნია მურა დათვი,
და ყოველ დღე მიაქვთ მასთან,
ორცხობილა, შოკოლადი.

და მიირთმევს ჩვენი ბელი,
გამოგზავნილ ყველა ნობათს,
არ ცუღლუტობს და არ ცელქობს,
იმსახურებს ცხოველთ ნდობას.

ყირამალა კოტრილებს,
აღმოაჩნდა ცირკის ნიჭი,
თუთუყუში იმერებს,
ბადიაო კარგი ბიჭი,

რამდენია ქვეყნად ბავშვი,
ისე,როგორც ბადი ბელი,
მოვალე ვართ დავეხმაროთ,
გავუწოდოთ ობლებს ხელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026