kids.ge logo

დათვი და ფუტკრები

ფავორიტებში დამატება

დათვი
“- ცოტა თაფლი მიწილადე
დედოფალო ბზულა!
ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა
ვიბაჯბაჯე ტყუილად”.

ფუტკარი
“- შე მსუნაგო, ჩვენ სულ ვშრომობთ,
შენ კი არც გვეხმარები,
ეს ზამთარიც გაიყვანე
ძილითა და მთქნარებით”.

დათვი
“- აბა როგორ დაგეხმაროთ,
წამში მკბენთ და მიცილებთ,
ბოლოს დრუნჩზე რომ მიკბინეთ, 
დიდხანს ვერც გავიცინე”.

ფუტკარი
“- მერე რა, რომ ფუტკრები ვართ,
სულ არ გვინდა გიკბინოთ,
მაგრამ, როცა თაფლს გვართმევენ
როგორ უნდა ვითმინოთ?”

დათვი
“- ჩემზე რომ ხართ ნაწყენები,
სიტყვოდაც ვიცოდი,
ჩემს პატარა ბელებს შიათ,
თორემ არც მოვიდოდი”.

ფუტკარი
“- კარგი, მოდი და ბოლოჯერ,
შვილებისთვის წაღე,
მაგრამ კბენა არ აგცდება
ხმა-კრინტი თუ გაიღე!!!”

დათვმა დიდად გახარა,
ბუნაგისკენ გაიქცა,
დრო გავიდა, მუქარა კი
რელობად არ იქცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...ცელქი ნიკოსახელივით რომ მეძახით მავნე მაცაცერას გაიხსენეთ ამ სიტყვებმა როდის გამაჩერა?! ხან ხმაურით გავირბენ და ხან...პატარა მეფეაი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე მეფობა. ვიცი, ჩემი სიმამაცე ამისათვის მეყოფა. მომინატეთ გვირგვინი და აბრე...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...საქართველოს მიწარა იქნება, ათასფერად გაყვავილდეს საქართველო, მე მოვუვლი, ვუდარაჯებ, ვინმემ რომ არ გადათელოს. მეგობრებსაც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026