kids.ge logo

ზღარბუნია შემარქვეს

ფავორიტებში დამატება

სახალწლოდ ზღარბუნი
მომიყვანა მამიკომ,
მაგრამ მე არ მითხოვი,
მიზეზი სულ სხვა იყო:

მამას მუდამ გავურბივარ,
საკოცნელად არ ვუშვებ,
ბა, წვერით რომ დამკაწროს,
მას როგორ დავუშვებ.

ჰოდა ზუსტად ამის გამო
ზღარბუნია შემარქვეს,
ჩემს ლოყებს რომ ვუფრთხილდები,
ერთხელაც არ შემაქეს.

ალბათ თავის მშობელი
ზღარბსაც ვერ ეკარება,
ეკლებს უცებ წამოწევს და
წამში გაპარება

მე კი ზღარბი არც მენახა,
არ ვიცოდი რა იყო,
ახლა ვხვდები, მე კი არა,
წვერითა ჰგავს მამიკო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეკითხვებიუამრავი შეკითხვა რომ მიტრიალებს თავში, მთელი დღე რომ ვლაპარაკობ, ვერ მიძლებენ სახლში. დედას ახსნილს რომ ვ...საქართველოს მიწარა იქნება, ათასფერად გაყვავილდეს საქართველო, მე მოვუვლი, ვუდარაჯებ, ვინმემ რომ არ გადათელოს. მეგობრებსაც ...სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...ახალი წელიიწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია, ყველა რომ ველით საჩუქრებს, რა დიდი სიხარულია! ყველაფერი რომ ბრწ...კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026