kids.ge logo

საქართველოს მიწა

ფავორიტებში დამატება

რა იქნება, ათასფერად
გაყვავილდეს საქართველო,
მე მოვუვლი, ვუდარაჯებ,
ვინმემ რომ არ გადათელოს.

მეგობრებსაც ხელს ჩავკიდებ,
წრესავით რომ შემოვევლოთ,
მუდამ გულით მინდოდა, რომ
ჩვენს მიწაზე ერთად გვევლო.

ვიცი, მალე ეს ქვეყანა
სე გადაგვირილდება,
ჩემს ბაღნარში ლაღად გავლა
სულაც არ მომერიდება.

დიახ, მე ხომ ქართველი ვარ,
არ გეგონოთ დამავიწყდა,
“გვირილები უნდა დავრგო,
დამიბრუნეთ ჩემი მიწა!!!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...ცუგა-ფურცელირა ვქნა ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ფურცელი, სწორედ ამ დროს შევამჩნიე ჩვენი ცუგას მუცელი. მერე ზურგიც დავი...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...დედა ყველა ფერია- რა ფერია დედის გული? - ფანტელივით ფითქინა. - როგორია დედის მზერა? - ვარსკვლავივით ციმციმა. - რა ფერია დ...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026