kids.ge logo

მომავალი ტიკტიკა

ფავორიტებში დამატება

მერე რა, თუ ყველა სიტყვას
დიდებივით ვერ ვამბობ,
რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით,
ჰოდა,რატომ ვიდარდო?!

თუკი ჩემმა თანატოლმა
ლექსი ჩაჭიკჭიკა,
ნუ გშურთ, მალე მეც ვიქნები
ლაქლაქა და ტიკტიკა.

გავიზრდები, დამაცადეთ,
დრო ყველაფერს მასწავლის,
ქამდე კი, თქვენ თვითონ გაქვთ
მოთმინება სასწავლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედიკოს დამხმარემიყვარს რომ ვეხმარები დედას დალაგებაში მადლობას კი არ მიხდის ასეთ დახმარებაში. კომოდს როცა ალაგებს და ზემ...შეკითხვებიუამრავი შეკითხვა რომ მიტრიალებს თავში, მთელი დღე რომ ვლაპარაკობ, ვერ მიძლებენ სახლში. დედას ახსნილს რომ ვ...დედიკო-ყვავილიიცით ჩემი დედიკო რა თბილია, რა ნაზი? სად ვეძებო ყვავილი დედიკოზე ლამაზი? სად არჩევენ ყვავილებს დედებისთვი...დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...სიმღერებით სწავლაგაკვეთილებს სულ ღიღინით წავიკითხავ ნელა. სწავლას გართობაც უხდება, ალბათ იცით ყველამ....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026