kids.ge logo

იძულებით გმირი

ფავორიტებში დამატება

სახლში თაგვის გამოჩენას
მოჰყვა აურზარი,
დედამ ამსვა მაგიდაზე
და ატეხა ხმარი.

ამ ხმაურზე შემოცვივდნენ
მეზობლები ოთახში,
გაუკვირდათ,ჩვენ ხომ მუდამ
სიმშვიდე გვაქვს ოჯახში.

მერე სახლი დაამსგავსეს
სანადირო ველ-მინდორს,
მგონი საწყალ თაგუნიას
ღარავინ დაინდობს.

მალე ისე გადაკეტეს
ყველა კუთხე-კუნჭული,
ზღვა მეგონა იტაკი,
მაგიდა კი კუნძული.

თაგვს ალყაში მე ვეგონე
და სოროდან აბარგდა,
საწყალს ისე შევეცოდე,
თავის ნებით ჩაბარდა.

ყველას დიდად გაუკვირდა,
დაფასეს გმირობა,
გაუშვეს და ჩამოართვეს
გადაკარგვის პირობა.

ერთი ციცქნა თაგუნი
ვეშაპად მოეჩვენათ,
მე კი დავუმეგობრდი და
საყვარელი მეჩვენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჯიუტი ნია"თქვენ ადექით, ეს ჰამაკი მე გამიბა ძიამ!" - და-ძმას ასე ეჩხუბება პაწაწინა ნია. არ დგებიან მეტიჩრები, ჩუმა...კუ და ლოკოკინათურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ კუ და ლოკოკინა, ორის ერთად სიარულმა ყველა გააცინა. დადიოდნენ ნელა, დინჯად, არ...დამალული კანფეტებიერთხელ ზუკას მოუტანეს კანფეტები ყუთით, სიხარულით ჩაიხუტა, არ ტოვებდა წუთით. დაეხვივნენ ბავშვები და მოცუნც...მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026