kids.ge logo

ცელქები

ფავორიტებში დამატება
შეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად
მიჰპარვიან მაწვნის ქილას;
ყური უგდეთ, რა ხალისით
უბნება ვანო ილას:
-ამოვუსვათ, ამოვტვლიპოთ,
რას გაგვიგებს ბებიო!
შემდეგ მურით მოვითხუპნოთ
ცხვირ-პირი და ყბებიო.
თუ ფისუას დააბრალებს,
რა სერი იქნებაო!
ჩვენ რომ არა შეგვატყონ რა,
შენ ნუ გაგეცინებაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026