kids.ge logo

ას ორი წლის კუს ოცნება

ფავორიტებში დამატება

რაც ისწავლა, კარგად ახსოვს,
ას ორი წლის კუს.
მაგრამ მაინც კვლავ სკოლაში
სირული სურს.

- რატომ უნდა ჩამოვრჩე
სწავლაშიო სხვას.
ან და ჩემზე ვინმემ ცუდი,
რატომ უნდა თქვას!

წინ ხომ კიდევ, ბევრი დამრჩა
გასავლელი გზა.
მიტომაც, ყველაფრისთვის
მინდა ვიყო მზად.

- რა დროს შენი სწავლაო -
კუს დასცინა ბუმ.
- სწავლა სიბერემდეო -
პასუხა კუმ.

- მერე სიბერე სწავლაში
არ შეგიშლის ხელს?
- რატომ ვითომ! მწამს, ვიცოცხლებ
კიდევ ას ორ წელს.

ჯანსაღი ცხოვრების წესით
ცხოვრობ, ვუვლი თავს,,,
ორ კვირაში ქორწილი მაქვს,
საცოლე კუც მყავს.

უფრო მეტიც, უმაღლესში
ჩაბარება მსურს.
მართალია, ვერ შევეშვი
ზანტად სიარულს;

მაგრამ მჯერა, ჩემნაირ კუს
მიზანდასახულს;
განგებაც კი, ვერ მოაკლებს
ნანატრ სიხარულს.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026