kids.ge logo

იძულებით გმირი

ფავორიტებში დამატება

სახლში თაგვის გამოჩენას
მოჰყვა აურზარი,
დედამ ამსვა მაგიდაზე
და ატეხა ხმარი.

ამ ხმაურზე შემოცვივდნენ
მეზობლები ოთახში,
გაუკვირდათ,ჩვენ ხომ მუდამ
სიმშვიდე გვაქვს ოჯახში.

მერე სახლი დაამსგავსეს
სანადირო ველ-მინდორს,
მგონი საწყალ თაგუნიას
ღარავინ დაინდობს.

მალე ისე გადაკეტეს
ყველა კუთხე-კუნჭული,
ზღვა მეგონა იტაკი,
მაგიდა კი კუნძული.

თაგვს ალყაში მე ვეგონე
და სოროდან აბარგდა,
საწყალს ისე შევეცოდე,
თავის ნებით ჩაბარდა.

ყველას დიდად გაუკვირდა,
დაფასეს გმირობა,
გაუშვეს და ჩამოართვეს
გადაკარგვის პირობა.

ერთი ციცქნა თაგუნი
ვეშაპად მოეჩვენათ,
მე კი დავუმეგობრდი და
საყვარელი მეჩვენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...წვიმავნახოთ, წვიმა ჩემს კიკინებს როგორ დაუწკაპუნებს, ქოლგა უნდა გადავმალო, ვეთამაშო შხაპუნებს!!! სასაცილოდ თამ...დედიკოს დამხმარემიყვარს რომ ვეხმარები დედას დალაგებაში მადლობას კი არ მიხდის ასეთ დახმარებაში. კომოდს როცა ალაგებს და ზემ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026