kids.ge logo

ლეკვის გასაჭირი

ფავორიტებში დამატება

ი ისევ გაიხურეს პატრონებმა კარი,
წასვლამდე კი დამიტოვეს უამრავი რჩევა:
არ იცელქო, არ იყეფო, უნდა იყო წყნარი!
მგონი უკვე დამავიწყეს ლეკვის ყველა ჩვევა.

და მეც ვწევარ მუდამ ჩემთვის, ველოდები კართან,
ივანსაც ვერ ვიყენებ, გზას არ გადაჰყურებს,
თავს ვიმხნევებ: "მალე მოვლენ, დამიწყებენ თამაშს",
ჰოდა ყველას ფეხის ხმაზე წამში დავცქვეტ ყურებს.

მგონია, რომ პატარები თვითონ არ ყოფილან,
წამიყვანონ სამსახურში, რა იქნება განა?!
ჩემი მარტო დატოვება როგორ გაგონილა,
დღეში ორჯერ სეირნობა არა მყოფნის, არა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათვი და ფუტკრებიდათვი “- ცოტა თაფლი მიწილადე დედოფალო ბზუილა! ნუ მეტყვი, რომ ამხელა გზა ვიბაჯბაჯე ტყუილად”. ფ...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...დედას არ უნდა მადლობა?დედას არ უნდა მადლობა? დედას არ უნდა ქება? ჩვენს გრძნობებს სიტყვის გარეშე, ის ჩვენს თვალებში ხედავს. რაც ...წამიყვანე ზოოპარკშიზოოპარკში წამიყვანე ბაბუ ბაბუა, თორემ,უკვე,სახლში ყოფნამ სულ გამაბრუა. მინდა ვნახო ბეჰემოთი, კუ და ბაჭია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026