kids.ge logo

დედას არ უნდა მადლობა?

ფავორიტებში დამატება

დედას არ უნდა მადლობა?
დედას არ უნდა ქება?
ჩვენს გრძნობებს სიტყვის გარეშე,
ის ჩვენს თვალებში ხედავს.

რაც გვწყინს და რაც გვიხარია,
რაც ჩვენს გულებში ხდება,
დედა ყველაფერს შეიგრძნობს,
დედა უსიტყვოდ ხვდება.

თუმცა, ჩვენც ვხვდებით უსიტყვოდ,
მის გულში რაც კი ხდება
და გვინდა ვუთხრათ, იცოდეს,
ეს ზრუნვა არსად ქრება.

დედა არ ელის მადლობას,
დედა არ ელის ქებას,
ჩვენ მაინც ვეტყვით ყოველთვის
- დიდი მადლობა დედა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...დიდი ბებიაშვილთაშვილი რომ მქვია განა ჩემი ბრალია, დიდი ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალია. ერთად იმდენს ვხალისობთ ვიცი...ციცი ციცინათელაციცი ციცინათელა, თუ არ გიყვარს თამაში, რატომ გამოწყობილხარ ამ ბრჭყვიალა კაბაში? მთელი ღამე რომ გდიო ხელზე...

ნახატი ლექსები

ლექსზე „დედას არ უნდა მადლობა?“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026