kids.ge logo

უკანონო ბურთი

ფავორიტებში დამატება

რა დული გამართავთ
სტადიონზე ბიჭუნებს?!
"შენი არა,ჩემიაო",
თან აჩენენ კიჭუნებს.

ამ კამათის ნამდვილ მიზეზს
ერთი ფრაზით გიჩვენებთ:
პატრონო ბურთი დახვდათ
და ორივე იჩემებს.

ერთი ამბობს:"გუშინ ამით
ვითამაშე ფეხბურთი".
მერე კი ნიშანს უგებს:
"დილით დამრჩა ეს ბურთი".

ეს გარჩევა და კამათი
საღამომდე არ მორჩა,
კიდევ კარგი მოდანზე
ციცქნა გოგო გამოჩნდა.

"დედი აქ დამრჩენიო"
⁃ სიხარულით დაჰკივლა,
ბურთი ცხვირწინ აცალა,
ბიჭებს გული ატკინა.

მიხვდნენ მალე რომ ისჯება
სიხარბე და ტყული,
დარჩათ დახრილი თავი და
ხერხული დუმილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუ ალაგებ ბებიკომერამდენედ მილაგებს ბებო სათამაშოებს; ხან მანქანებს ამწკრივებს, ხან ასაწყობ ასოებს. მომწონს არეულობა და ხ...ჩემი უფროსი დაიკოყოველთვის წიგნებს რომ უზის ჩემი უფროსი დაიკო, თამაშს როცა ვთხოვ,არ იმჩნევს, თითქოსდა ხმა ვერ გაიგო. და ამ...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...დედიკო-ყვავილიიცით ჩემი დედიკო რა თბილია, რა ნაზი? სად ვეძებო ყვავილი დედიკოზე ლამაზი? სად არჩევენ ყვავილებს დედებისთვი...სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026