kids.ge logo

დედიკოს დამხმარე

ფავორიტებში დამატება

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობას კი არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

კომოდს როცა ალაგებს
და ზემოდან მოჰყვება
მე ქვემოდან გადმოვყრი
რაც კი ხელში მომხვდება.

მერე ჩართავს მტვერსასრუტს
და მეც ვალში არ ვრჩები,
წინ რომ წავა მაშინვე
უკნიდან ვექაჩები.

ტაკს რომ ჯოხით წმენდს,
მეც ის ჯოხი მინდება,
ბავშვური თამაში ხომ
რა ხანია მწყინდება.

რატომ ბრაზობს დედიკო
მართლაც გამკვირვებია,
მამიკოს რა აცინებს
ვეღარ გამირკვევია.

მე ხომ ძალიან მინდა
დედა არ დაღალოს
და ჩემი დახმარებით
ყოველთვის გახაროს.

მიყვარს რომ ვეხმარები
დედას დალაგებაში
მადლობასაც არ მიხდის
სეთ დახმარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...წიგნით ფრენადამესიზმრა, თითქოს წიგნი გადამექცა ფრთებად, თითო გვერდი იშლებოდა საჰაერო გზებად. დავფრინავდი, როგორც ჩიტი...ნუ ალაგებ ბებიკომერამდენედ მილაგებს ბებო სათამაშოებს; ხან მანქანებს ამწკრივებს, ხან ასაწყობ ასოებს. მომწონს არეულობა და ხ...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...ეზო მირჩევნიადედა მუდამ მიმეორებს: "ისწავლეო კარგად, უცოდინრები აწევსო ამ ქვეყანას ბარგად". მეც მთელი დღე გაშლილ წიგნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026