kids.ge logo

ლიკა და სარკე

ფავორიტებში დამატება
ლიკა გუშინ ავად გახდა,
არ გაუშვეს დღესაც ბაღში,
მშობლები კი მუშაობდნენ,
მარტოდ დარჩა გოგო სახლში.

მოეწყინა,გასართობად,
დედის უჯრა გამოღო,
განცვიფრებით დაიყვირა,
პირიც გაცებით დაღო.

სუნამო და ტუჩსაცხები,
სალფეთქები ერთჯერადი,
ფრჩხილის ლაქის ჯარი დახვდა,
ღილები ათასფერადი.

სარჭები და სამაგრები,
ტონალური პუდრები,
კოსმეტიკურ ფანქრები,
სარკე და ბიგუდები.

გახარდა ლიკუნას,
წყო თავის გარდაქმნა,
სარკეში იცქირება,
მოსწონს გოგო თანდათან.

ჩიტის ბუდედ დადო,
დედიკოს ბიგუდები,
მისსა ლამაზ დალალებს,
გადააჭდო ხუნდები.

მერე საცხი აღო და,
ტუჩს იღებავს, წყნარად, უბრად,
ვერ მოზომა, - პირი სულ მთლად,
ცხვირამდეც კი მოთხუპნა.

კოსმეტიკურ ფანქარს დასწვდა,
დაიგრძელა თვალთა ჭრილი,
დედის ტუფლიც მოზომა,
ცებ გახდა ტანაყრილი.

ცინის და შეღებილ თვალს,
და წამწამებს ძლივსღა არხევს,
და კისკისით საყვედურობს,-
ნუ მაცინებ ციცქნა სარკევ!-

სე ბევრი იხალისა,
დავიწყდა მამა, დედა,
მშობელი, რომ თავს წაადგა,
მაშინ გოგოს ეცა ელდა.

შუა ოთახში დგას დედიკო,
გაოგნებით ეძებს ლიკას,
ამბობს: „ვერ ვცნობს უცხო გოგოს,
მოთხუპნულს და კუდაბზიკას.“

გონს მოვიდა პაწაწინა,
მოძალა მყისვე სევდა,
მიხვდა, ძლიერ გააბრაზა,
საყვარელი მისი დედა.

ცრემლნარევად ალუღლუღდა,
დგას დედის წინ თავდახრილი,
„მე ვარ დედი შენი ლიკა“
ამბობს ჩუმად, დარცხვენილი.

დედამ სახე მობანა,
ძლივს მოაძრო ბიგუდები,
საღამური გადააცვა,
დავარცხნა ტალღა თმები.

ჟოლოს ჩაი მიწოდა,
კვლავ საწოლში ჩააწვინა,
შუბლზე ფხალი დაფარა,
და აბები აყლაპინა.

ლიკას ძილი მორია,
ოდნავ შეარხია ბაგე,
და დედიკოს ჩასჩურჩულა,
დამნაშავე იყო სარკე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლევიკოს ოცნებასულ ათებზე ვისწავლი, და გავხდები მკვლევარი, დღე და ღამე ოცნებობს, პაწაწინა ლევანი. ისე ბევრი რამ მინდა, თ...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...იხვის ჭუკიყვითელა ვარ, იხვის ჭუკი, ძლიერ მცხელა,ტანში მზარავს, არსად არის ამ ეზოში, ჩემთვის გუბე-აბაზანა?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026