kids.ge logo

ტყუილი განგაში

ფავორიტებში დამატება

შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი;
მითქმა-მოთქმა და ყიჟინა,
წყაროზე თქმულმა ამბავმა
სოფელზეც ჩამოირბინა:

_ არიქათ, ტყიდან ტურები
ჩამოგვიცვივდნენ ჭალებსო,
მეველეს შემოუთვლი
გონჯი ჩაუდგით ყანებსო!

საქმე მიცა მეგუთნეთ;
ორთვალს გამოხსნეს ცხენები,
და მზის ჩასვლამდე ყანებში
ჩაფრინდნენ ჭენებ-ჭენებით,

ნახეს და, ვაი, სირცხვილო,
ტყულად ატეხეს განგაში;
ერთი პატარა მაჩვუკა
დაფაჩუნობდა ყანაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამალისა და კრუხის წაკიდებაკრუხმა ამოსხა ბუდიდან სულ სამად-სამი წიწილა. იქვე დაუხვდა მამალი, იცით, რამდენი უყივლა?  _ გამაგებინ...სამაისოდილა გათენდა ცინცხალი, მამალმა დასცა _ ყიყლიყო! გამოაღვიძა ხმამ შაშვი დაიჭახჭახა _ ვინ იყო? ჭალამ მძივება...ლექსი ძილის მოყვარულ ბიჭებზეკაკ, კუკ, კაკ, კუკ _ კაკუნის ხმა ისმის სისხამ დილით. მზე ფანჯრებში იჭვრიტება, _ არ უხდება კარგ ბიჭებსო შუ...ბეკეკა და კესოწარამარა კამათი აქვთ, ბეკეკას და კესოს; ვერ გაიყვეს ერთმანეთში ვინ _ ვინ უნდა მწყემსოს. მე შენ გეტყვი, რო...ზღარბი _ ჯვებე, ჭიდაობის ჩემპიონისაჭიდაო ხალიჩაზე შეიკრიბნენ ცხოველები, მსაჯი ჯიბო წრეში უხმობთ, _ აბა, ვინ ხართ მსურველები! ...და რას ვხე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026