kids.ge logo

წუწკი წრუწუნა

ფავორიტებში დამატება

ვერ მოშალა წუწკობა
ერთმა პატარა წრუწუნამ,
დედის მოტანილ კაკლეულს
ნეტავ, გემო რად უწუნა?

დაჰკრა ფეხი და ერთ ბეღელს
გამოჩიჩქნა ჭუჭრუტი.
ბინასაც აქ დავიდებო _
გაძახოდა ჩურჩუტი,

ზიდა და ზიდა სიმინდის
ჯერ ტარო, მერე მარცვალი...
ზღვა კოვზით დალიო,
სიბრძნე ყოფილა მართალი;

ბეღლის პატრონსაც ერთ დილით
ბეღელი დახვდა დაცლილი,
_ ქურდი მინახავს, ჩემი კი
სიმინდზე ყოფილაო აცრილი,

ჰოდა, ადგა და ჭუჭრუტანს
ხაფანგი იქვე ჩაუდგა...
მე იმას ვერა _ ვერ გეტყვით,
რა დღეც წრუწუნას დაუდგა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზღარბი _ ჯვებე, ჭიდაობის ჩემპიონისაჭიდაო ხალიჩაზე შეიკრიბნენ ცხოველები, მსაჯი ჯიბო წრეში უხმობთ, _ აბა, ვინ ხართ მსურველები! ...და რას ვხე...ბებია, მე და ქათამი ფაციკოწავაბრძანეთ ფაციკო გასაყიდად ბაზარზე, ათი დღეა კვერცხს არ სდებს გადაეწყო კაკანზე. დაგვეხვივნენ მუშტრები: ...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსივლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვარსკ...ტყუილი განგაშიშეიქმნა ერთი ჩოჩქოლი; მითქმა-მოთქმა და ყიჟინა, წყაროზე თქმულმა ამბავმა სოფელზეც ჩამოირბინა: _ არიქათ, ტყი...ბეკეკა და კესოწარამარა კამათი აქვთ, ბეკეკას და კესოს; ვერ გაიყვეს ერთმანეთში ვინ _ ვინ უნდა მწყემსოს. მე შენ გეტყვი, რო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026