kids.ge logo

მავნებლები

ფავორიტებში დამატება
ფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ,
მატლს დაწყო დიდი დავა,

ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი,
ჩქარა გარეთ გამოძვერი!
ეგ ვაშლის ხე, სულ ჩემია,
ნაყოფი თუ ფოთლებია,

მატლი ვაშლში განაბა,
სად წავიდე მეო აბა?

სადაც გინდა წადი ჭიავ,
ჭიშკარია შენთვის ღია.
ეს ხები და ეს ბაღი,
ცოდე, რომ სულ ჩემია.

შენ თუ მხოლოდ ერთ ვაშლს ჭამო,
მე, მთელ ბაღსა გადავჭამო.

მატლს მართლაც რომ შეშინდა,
ხოჭოს მეგობარიც ახლდა,
ისკუპა და იმათ ჩუმად,
ხის მერქნის ქვეშ გადასახლდა.

ხოჭოებმა რადგან თავი,
მარტოდ მარტო დაგულეს,
შესივნენ მწვანე ფოთლებს,
მატლი უჭამს ხეებს გულებს.

სასწალი ხდება ბაღში,
აშრიალდნენ მტირალ ხენი,
მავნებლები შესიათ,
დათვლილი აქვთ ბედშავს დღენი,

ცოდვა მადლის განკითხვაა,
ტოტებს ხრიან, მიწას დებენ,
მღრღნელები კი მუშაბენ,
თავის საქმეს აკეთებენ.

სულ გაძარცვეს ხის ფოთლები,
დაჩინეს თვისი დაღი,
ბა სად ხართ, მიეშველეთ,
ხმება, ჭკნება ჩვენი ბაღი.

სიომ ნაზმა, სამურმა,
მეცხალს ყურში უჩურჩულა,
ხოჭო-ჭია ბაღს ახმობს და,
მივეშველოთ წითელგულა.

მერე ტყისკენ გაიქროლა,
და კოდალა ნახა სიომ,
ბაღს ჭიბი შესია,
ჩქარა იქეთ წამოდიო.

იმ ადგილზე გაჩნდნენ მყისვე,
გრძელნისკარტა და მერცხალი,
გადასანსლეს მავნებლები,
მოხადეს თვისი ვალი.

ვალი ჩვენ გვაქვს, თქვეს ხეებმა,
რომ გვაშორეთ მტერი ავი,
და მადლობის ნიშნად მხსნელებს,
დახარეს დაბლა თავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...უცნაური სიზმარიმძინარ თემოს სიზმრად, ესმა ბაგა ბუგი, საბანს,ლეიბს და ბალიშს, აეტეხათ ჩხუბი. თვითონ მოჩხუბართ შორის, იყო ...სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026